04:22 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 13:25:57, 477 ნახვა

საზოგადოება
DRI - საქართველოს ხელისუფლებას ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებაზე პირდაპირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ საქართველოს მოქალაქეთა გახშირებულ დაკავებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ოკუპანტ ქვეყანაზე და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებაზე პირდაპირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

DRI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას. დღეს, მათ ადგილზე დარჩენას, სახელმწიფოს შემდგომი უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მართალია, ამ მიმართულებით ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა ამ ნაბიჯებს, ადგილობრივთა ცხოვრების ხარისხობრივი გაუმჯობესება არ გამოუწვევია. სამწუხაროდ, ამ რაიონებიდან ძლიერია მიგრაციული პროცესები. ამიტომ, ხელისუფლებას და სამოქალაქო სექტორს, ერთად მართებთ ამ საკითხზე მსჯელობა, ქმედითი ღონისძიებების გატარების მიზნით“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics