07:23 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-04 16:01:51, 511 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლი რაგბის კავშირის პრეზიდენტად კანდიდატის რეგისტრაციას ეხმაურება

ქვეყანაში არსებული პანდემიიდან გამომდინარე, იუსტიციის სახლში მოქალაქეთა მიღება წინასწარი დაჯავშნის პრინციპით ხორციელდება, რათა დაცული იყოს მომხმარებელთა შორის დისტანცია როგორც ღია, ისე  დახურულ სივრცეში, - ასე ეხმაურება იუსტიციის სახლი შენობის წინამდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციას.

უწყების განმარტებით, იუსტიციის სახლი არ არის ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტილებას  იღებს რაგბის კავშირის პრეზიდენტად კანდიდატის რეგისტრაციაზე, ეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაა, რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე არაერთგზის გააკეთა მკაფიო განმარტება.

„ქვეყანაში არსებული პანდემიიდან გამომდინარე, იუსტიციის სახლში მოქალაქეთა მიღება წინასწარი დაჯავშნის პრინციპით ხორციელდება, რათა დაცული იყოს მომხმარებელთა შორის დისტანცია როგორც ღია, ისე  დახურულ სივრცეში. მიუხედავად ამისა,  იუსტიციის სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი არიან რაგბის  ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერები, რომლებიც არ იცავენ დისტანციას და, რიგ შემთხვევებში, ან საერთოდ არ უკეთიათ, ან  არასწორად უკეთიათ პირბადე. იმის გამო, რომ დაცული იყოს მომხმარებელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება იუსტიციის სახლი იძულებულია, მომხმარებელი ალტერნატიული, უკანა გასასვლელით გაიყვანოს მომსახურების სივრციდან.

გვსურს განვმარტოთ, რომ იუსტიციის სახლი არ არის ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტილებას  იღებს რაგბის კავშირის პრეზიდენტად  კანდიდატის რეგისტრაციაზე, ეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაა, რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე არაერთგზის გააკეთა მკაფიო განმარტება. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფისი იუსტიციის სახლის  შენობაში  არ მდებარეობს. ამგვარად, აქციის მონაწილეთა იუსტიციის სახლის წინ ყოფნა  და სერვისის გაცემისას მოქალაქეებისათვის დისკომფორტის შექმნა უსაფუძვლოა“, - აღნიშნულია იუსტიციის სახლის განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics