|
2021-02-03 11:24:57, 630 ნახვა
საზოგადოება
თურქეთიდან ჩამოსული მოქალაქეები ქვეყანაში PCR ტესტის უარყოფითი პასუხით შეძლებენ შემოსვლას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორი PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შემოდის, თურქეთის რესპუბლიკა ემატება და აქედანაც სტუმრები ასეთი გამარტივებული წესებით შემოვლენ. როგორც ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 15 თებერვლიდან საერთაშორისო ფრენების რაოდენობა მოიმატებს"ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც PCR ტესტით შემოდის მოქალაქე ემატება თურქეთის რესპუბლიკა, ჩვენი დიდი მეზობელი და აქედანაც ველოდებით ვიზიტორებს უფრო გამარტივებული წესებით", - თქვა ნათია თურნავამ. „ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც „პისიარ“ ტესტით შემოდის ვიზიტორი, ემატება თურქეთის რესპუბლიკა, ჩვენი დიდი მეზობელი და აქედანაც ველოდებით ვიზიტორებს უფრო გამარტივებული წესებით. ანუ „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხით და მესამე დღეს უკვე ჩვენს ქვეყანაში პისიარ ტესტის ჩატარებით. ეს არის კარგი, დამაიმედებელი ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ტურიზმისთვის, რადგან ყოველთვის ტურისტებისწყარო იყო ჩვენი მეზობელი ქვეყანა და ასევე საკმაოდ ბევრი ბიზნეს ვიზიტორი გვსტუმრობს თურქეთიდან“, – აღნიშნა თურნავამ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)