|
2021-02-02 12:59:41, 555 ნახვა
პოლიტიკა
თურმე ნაგვის თავზე ჩამომხობა „მოსულა“ და რაღაცის თქმა არა - მდინარაძე ივერი მელაშვილზე თავდასხმაზე
„თურმე ნაგვის თავზე ჩამომხობა „მოსულა“ და რაღაცის თქმა არა“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გუშინ ივერი მელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას. მისივე თქმით, იყო რაღაც გადამეტება მაშინ, როდესაც ივერი მელაშვილს მოღალატე დაუძახეს. „გუშინ ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ჟურნალისტმა იმგვარად დამისვა შეკითხვა, რომ მეგონა, რომ ეს იყო უმძიმესი თავდასხმა, ლამის ვიფიქრე შეიარაღებული თავდასხმა ხო არ იყო მეთქი. აუ ასეთი დამოკიდებულება, ასეთი მოცემულობით წარდგენა პოლიტიკოსთან კითხვის არასწორი ფორმით ორმაგ სტანდარტს, მაშინ როდესაც არაფერს არ ნიშნავდა თურმე გამოხატვის თავისუფლება იყო ბათუმში მომხდარი ინციდენტი, სადაც ნაგავი ჩამოამხეს დეპუტატს თავზე, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას არ დაემთხვა და გუშინდელი ინციდენტი თურმე უმძიმესი თავდასხმა იყო. ეს არის ორმაგი სტანდარტი. თურმე ნაგვის თავზე ჩამომხობა მოსულა და ადამიანს რაღაც უთხრა, ეს თურმე არ მოსულა. იყო რაღაც გადამეტება როდესაც მოღალატეს ეძახდა", - განაცხადა მდინარაძემ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)