|
2021-01-28 21:22:43, 694 ნახვა
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2020 წელს განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ, ასევე, სახელმწიფო საიდუმლოებასა და პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ნდობის ჯგუფის წევრებთან ერთად განიხილა: საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობა, სახელმწიფო საზღვრის დაცვის მიმართულებით ვითარება და დეპუტატებთან არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ვახტანგ გომელაურმა ნდობის ჯგუფის წევრებთან ასევე განიხილა საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხები, ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და დაგეგმილი პროექტები, სტრატეგიული მილსადენების დაცვის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხები. შინაგან საქმეთა მინისტრმა ნდობის ჯგუფის სხდომაზე საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით ისაუბრა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა მედიასთან ისაუბრა. „ნდობის ჯგუფში გავაკეთეთ მოხსენება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ. იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ძირითადი თემა, ერთ-ერთი იყო სასაზღვრო პოლიცია. ვისაუბრეთ, თუ რა გაკეთდა, რას ვგეგმავთ მომავალში, რა პრობლემები გვაქვს, რის გამოსწორებაა საჭირო, რაზეც ვმუშაობთ. იყო, რა თქმა უნდა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემა - რა იყო 2020 წელს, რა გავაკეთეთ, რა აღვკვეთეთ. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო სტრატეგიული მილსადენების დაცვის უსაფრთხოება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ამას და ამაზეც ვისაუბრეთ. საუბარი იყო საიდუმლო შესყიდვების საკითხზე, რაც გვაქვს, მცირე გვაქვს ძალიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა ესეც წარვადგინეთ, თუ რაში გამოვიყენეთ ეს თანხები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)