11:51 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-24 16:04:10, 695 ნახვა

საზოგადოება
ხატია დეკანოიძე - შეზღუდვები უნდა მოიხსნას და ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დღევანდელზე უარესი არაფერი მოხდება

შეზღუდვები უნდა მოიხსნას და ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დღევანდელზე უარესი არაფერი მოხდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამათულ აქციაზე მისულმა „ენმ-ს“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, არასწორია, როდესაც საქართველოს და ისეთ ქვეყნებს ადარებენ ერთმანეთს როგორიცაა გერმანია, აშშ და ა.შ, რადგან იქ მოქალაქეებს კომპენსაციას უხდიან.

„ეს შეზღუდვები უნდა მოიხსნას, რათა ხალხი შიმშილით არ მოკვდეს.

ძალიან ამორალურია ჩემთვის, როდესაც საქართველოში ამ „ლოქდაუნს“ და კომენდანტის საათს, ასევე კიდევ რაღაც დრაკონულ კანონებს ადარებენ ხოლმე საფრანგეთს, გერმანიას და აშშ-ს, სადაც ადამიანებს დანაზოგი აქვთ და მათ კომპენსაცია უხდიან.

მე ვუერთდები ამ ადამიანების მოთხოვნას, უნდა გაიხსნას სამთო კურორტები, უნდა გაიხსნა სკოლები და უნდა გაიხსნას ბიზნესის ყველა სფერო აუცილებელი წესების დაცვით.

ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას და ყველაფერი უნდა გაიხსნას, ეს ნაწილობრივი შეამსუბუქებს მდგომარეობას და მე შემიძლია ვთქვა, ჩემ თავზე ვიღებ პასუხსმგებლობას, რომ არაფერი არ მოხდება იმაზე უარესი, რაც ახლა ხდება“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც – დააკავეს კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics