02:11 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-22 14:03:37, 726 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტში შესაძლოა, კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია ვიხილოთ

„პარლამენტში შესაძლოა, ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არიჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „მოქალაქეების“ ლიდერთან მოლაპარაკებისას საარჩევნო რეფომრაზე პოზიეციების დაახლოება  მოხდა.

„ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგს და ჩვენი სურვილი არის, რომ ხალხის არჩევანი სრულად აისახოს პარლამენტში. სწორედ ამ მიზნით, დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ შეხვედრის შემდეგ, არის ის რომ პოზიციები საარჩევნო რეფორმის საკითხთან დაკავშირებით არის იმდენად დაახლოებული, რომ ვფიქრობ, ეს შესაძლოა, გახდეს შეთანხმების საგანი და დასრულდეს უკვე პოზიტიური შედეგით. ვგულისმხმობ, რა თქმა უნდა, რომ პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვაგრძობთ მუშაობას დეტალებთან დაკავშირებით, დავაზუსტებთ კიდევ რამდენიმე დეტალს“, - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics