|
2021-01-19 13:10:09, 603 ნახვა
საზოგადოება
ქვეშეთი-კობის გზა და 9 კილომეტრიანი გვირაბი წელიწადის ნებისმიერ დროს უწყვეტ გადაადგილებას უზრუნველყოფს
ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარი უკვე საქართველოშია. ამ ეტაპზე, ჩამოტვირთვა დასრულებულია და სამშენებლო მოედანზე ტრანსპორტირება გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩაკეტილი გზის გახსნისთანავე დაიწყება. გუდაური-კობის მონაკვეთი 11 იანვრიდან ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილია და სატრანსპორტო მიმოსვლა შეჩერებულია. მსგავსი შეზღუდვები ხშირია ზამთრის პერიოდში. სწორედ ქვეშეთი-კობის გზა და უნიკალური გვირაბი მოაგვარებს ამ პრობლემას და წელიწადის ნებისმიერ დროს გადაადგილება უწყვეტად იქნება შესაძლებელი. ამასთან, 9 კმ სიგრძისა და 15 მეტრი სიგანის გვირაბი, საქართველოსა და რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია. გვირაბის მშენებლობა, საქართველოში პირველად განხორციელდება გვირაბგამყვანი მანქანის - TBM-ის საშუალებით. TBM ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური დანადგარია, ამ მეთოდით გვირაბის მშენებლობა კი გაცილებით უსაფრთხოა და მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. ეს ტექნოლოგია, გვირაბის გაყვანის პარალელურად, უზრუნველყოფს ბეტონით მოპირკეთებას, რაც კიდევ უფრო ზრდის უსაფრთხოების სტანდარტს. ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება. ქვეშეთი-კობის არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე. ზამთრის დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, არსებულ გზაზე გადაადგილება არ არის უსაფრთხო. ახალი მაგისტრალური გზისა და გვირაბის მშენებლობით მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება და წელიწადის ნებისმიერ დროს ამ მარშრუტზე შესაძლებელი გახდება ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობა, რაც უსაფრთხოებასთან და დროის დაზოგვასთან ერთად, ქვეყნისთვის ფინანსური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)