|
2021-01-11 17:02:51, 762 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე წარადგინეს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე წარადგინეს, - აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისსში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, 16 იანვარს ჩაინიშნა ყრილობა, სადაც დამტკიცდება განახლებული პოლიტიკური საბჭოს 21 კანდიდატი. "დღეს შედგა პარტიის პოლიტიკური საჭოს სხდომა, სადაც განვიხილეთ პარტიის მიერ გასამართ ყრილობასტან დაკავშირებული საკითხები. პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა გაიმართება შაბათს, 16 იანვარს და მას დაესწრება 400-მდე დელეგატი.ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა. პოლიტიკურმა საბჭომ ასევე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21 კაციანი სია", - განაცხადა კახა კალაძემ
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)