15:19 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-09 15:29:15, 1253 ნახვა

საზოგადოება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების მინისტრი - საქართველოსგან დახმარება მიუღებელია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების მინისტრი ლევ კვიცინიამ განაცხადა, რომ აფხაზეთისთვის "საქართველოს დახმარება მიუღებელია".

აღნიშნულის შესახებ ლევ კვიცინიამ "ეხო-კავკაზა"-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"პირველად მესმის თქვენგან, რომ საქართველო გვთავაზობს რაიმე სახის დახმარებას, საქართველოს დახმარება ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომ ეს გამოგონილია. არანაირი მოლაპარაკება, მოლაპარაკებების მცდელობაც კი არ ყოფილა და არც შეიძლება არსებობდეს. ჩვენ არასდროს გვქონია კონტაქტი ქართველებთან", - განაცხადა ლევ კვიცინიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების ე.წ მინისტრი ასევე აცხადებს, რომ მათ დახმარებისთვის არც რუსეთისთვის მიუმართავთ, რადგან ამის საჭიროება არ არის. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა ტყის ხანძარს ებრძვიან.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
TASS: რუსეთი საქართველოსგან თელავში მომხდარზე სათანადო სამართლებრივ შეფასებას ელის
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics