|
2021-01-02 11:15:20, 651 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავამ საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრიდან მოულოცა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ახალ წელს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრს ეწვია და ღამის ცვლაში მომუშავე თანამშრომლებს ახალი წელი პირადად მიულოცა. ეს მინისტრის ერთგვარი ტრადიციაა, რადგან წინა წლებშიც ნათია თურნავა ახალ წელს აღნიშნულ სახელმწიფო საწარმოში იმყოფებოდა. „ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალ, 2021 წელს. მინდა, ვუსურვო ბედნიერება, წარმატება, ჯანმრთელობა, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ახალ წელს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს,“ – განაცხადა მინისტრმა. მინისტრთან ერთად ეროვნული სადისპეჩერო ცენტრის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცეს მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა და სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილმა. საქართველოს ენერგოსისტემის ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში ნათია თურნავა მართვის ფარის მუშაობას გაეცნო, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზეა პასუხისმგებელი. ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში 24-საათიანი უწყვეტი მორიგეობაა – ცვლაში მორიგეობს სამი დისპეტჩერი, რომლებიც ახორციელებენ მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან ოპერატიულ მოლაპარაკებებს; ელექტროსადგურების, ქვესადგურების და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ოპერირებას ნორმალურ და ავარიულ სიტუაციებში; ელექტროსადგურებში სიმძლავრის ბალანსების კონტროლს და ექსპორტ-იმპორტის გრაფიკების დაცვასა და მონიტორინგს. „სწორედ აქედან არის უზრუნველყოფილი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახების უწყვეტი ენერგომომარაგება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ოჯახი საქართველოში უსაფრთხოდ და საიმედოდ იყოს მომარაგებული და აგრეთვე იმისთვის, რომ ელექტროენერგია ხელმისაწვდომი იყოს მიუხედავად ყველა ცვლილებისა ტარიფში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ახალი მოცემულობა არცერთმა ოჯახმა არ იგრძნოს,“ – განაცხადა მინისტრმა. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც დისპეტჩერიზაციის ერთადერთი ლიცენზიანტი, პასუხისმგებელია ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებასა და ელექტროენერგიის საიმედო მიწოდებაზე.
სტეფანე მღებრიშვილი ვერაზე მომხდარ ტრაგედიაზე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად
LOUDspeakers: საქართველოში ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)