18:34 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-27 14:31:28, 1045 ნახვა

საზოგადოება
ჯანმოს გენერალური დირექტორი გიორგი გახარიას - ვაფასებ თქვენს ძალისხმევას COVID19-ის ვაქცინის სამართლიანად განაწილების საქმეში

„ვაფასებ თქვენს ძალისხმევას COVID19-ის ვაქცინის სამართლიანად განაწილების საქმეში“, - ამის შესახებ ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, გებრეისუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მისამართით საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ადანომ გებრეისუსსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის განაწილების საქმეს შეეხებოდა.

როგორც გებრეისუსი აღნიშნავს, ეს საუბარი საკმაოდ კარგი და სასარგებლო იყო.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მისამართით წერს, რომ ყველამ ერთად უნდა იმოქმედონ, რათა ეს პანდემია დასრულდეს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას დიდ მადლობას ვუხდი ძალიან კარგი და სასარგებლო ზარისთვის.

მე ნამდვილად ვაფასებ თქვენს საყოველთაო ჯანდაცვის სფეროს გაუმჯებესებასთან დაკავშირებით გაწეულ შრომას და ასევე ვაფასებ მცდელობებს, იმის თაობაზე, რომ მხარი დაუჭიროთ  COVID19-ის  ვაქცინების სამართლიან განაწილებას.

ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რათა დასრულდეს ეს პანდემია“, - წერს ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი „ტვიტერში“

აქვე გთავაზობთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის,  გიორგი გახარიას ტვიტსაც.

„ტედროს გებრეისუსთან პროდუქტიული საუბარი შედგა, თემა შეეხებოდა COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობას და პარტნიორებთან მოლაპარაკებებს. საქართველო პანდემიასთან ბრძოლის სფეროში WHO- სთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს“, - წერს გიორგი გახარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics