|
2020-12-25 10:16:31, 531 ნახვა
საზოგადოება
მესტიაში აეროპორტის 10 წლის იუბილე აღნიშნეს
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტს 10 წელი შეუსრულდა. ეს დღე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თანამშრომლებთან ერთად აღნიშნა. ოპერირების მიმართულებით კომპანიის დირექტორის მოადგილე ლევან ცხადაძემ მესტიის აეროპორტის თანამშრომლებს წლების მანძილზე გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. ,,თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან ამ აეროპორტის ისტორიას და სწორედ თქვენ მოიტანეთ მესტიის აეროპორტი დღემდე. მადლობა მინდა გითხრათ თითოეულ თქვენგანს იმ პატრიოტიზმისთვის, რომელსაც ამ რთულ პირობებში ჩვენი აეროპორტისთვის, თითოელი მგზავრისთვის და ქვეყნის საკეთილდღეოდ აკეთებთ“, - განაცხადა ლევან ცხადაძემ. შიდა ტურიზმის და კონკრეტულად, სვანეთის მხარის განვითარებაში მესტიის აეროპორტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 10 წლის განმავლობაში თამარ მეფის სახელობის აეროპორტით 45 ათასამდე მგზავრმა ისარგებლა. ,,ჩვენი აეროპორტის დახმარებით სვანეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის კავშირი გამარტივდა. 10 წლის წინ ამ ადგილზე აეროპორტის გახსნამ სვანეთს, რომელიც გეოგრაფიულად საქართველოს ყველაზე მაღალთმთიანი მხარეა, ახალი დატვირთვა შესძინა - მთა და ბარი ერთმანეთს დააკავშირა და ადამიანებს დროის დაზოგვაში დაეხმარა. ჩვენი აეროპორტით საქართველოში ჩამოსულმა არაერთმა ტურისტმა ისარგებლა. ამიტომ, ტურიზმის განვითარებისთვის და პირველ რიგში ადგილობრივებისთვის მესტიის აეროპორტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ლევან ცხადაძემ. სვანეთში მოხვედრა ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის აეროპორტამდე სულ რაღაც 50 წუთში, ქუთაისის აეროპორტიდან კი 30 წუთშია შესაძლებელი. აეროპორტი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს. თანამედროვე სტანდარტების ხელოვნური საფარის ტიპის ცემენტ-ბეტონის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის სიგრზე 1200 მეტრია. აეროპორტს სამი სამიმოსვლო ბილიკი აქვს. რთული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ადგილობრივ აეროპორტს მხოლოდ მცირე ზომის საჰაერო ხომალდების მიღება შეუძლია.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)