20:26 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-24 12:53:25, 704 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიერ მოლაპარაკების მაგიდაზე დადებული წინადადებები არაადეკვატურია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიერ მოლაპარაკების მაგიდაზე დადებული წინადადებები არაადეკვატურია.

სამადაშვილის თქმით, თუ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური გარემოს შეცვლისთვის მოლაპარაკებებზე წავა,  ოპოზიციის მხრიდანაც სრული მზადყოფნა იქნება.

„მისი ყველა სხვა გზავნილი, რომელიც იყო როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული ემსახურება სწორედ იმ შეთანხმების მიღწევას, რომელიც აღადგენს ქვეყანაში ნდობას არჩევნებისა და დემოკრატიული პროცესის მიმართ.

იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან დავინახავთ პოლიტიკურ მზადყოფნას იმისთვის, რომ ჩვენ სწორად განვახორციელოთ ის ამოცანა, რაზე აშშ-ს ელჩი საუბრობს, შევცვალოთ ქვეყანაში პოლიტიკური გარემო და აღვადგინოთ ნდობა საარჩევნო სისტემის მიმართ, ჩვენ მზად ვართ ამ მიმართულებით ვითანამშრომლოთ. მაგრამ დღეს რა წინადადებაც დევს მაგიდაზე ხელისუფლების მხრიდან სრულიად არაადეკვატურია“, - განაცხადა სამადაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics