|
2020-12-22 12:28:43, 690 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - სადამდე მივედით კი ვნახეთ, შევჩენკოები და გავრილოვები თავისუფლად გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზე
„სადამდე მივედით კი ვნახეთ, შევჩენკოები და გავრილოვები თავისუფლად გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზე“, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ვცხოვრობთ ისეთი ხელისუფელბის პირობებში, რომელსაც არანაირი ეროვნული ინტერესი არ გააჩნია. „რა მოხდა ახლა შევჩენკო ჩამოვიდა, რომელიც ცნობილია ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ჟურნალისტი, რომელიც საქართველოს მიმართ და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ გამოირჩევა თავისი ძალიან რადიკალური პოზიციით და პირდაპირ პუტინის ხაზის გამტარებელია რუსულ მედიაში. რა მოხდა ახლა გავრილოვი ჩამოვიდა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდა. სამაგიეროდ, ის ხალხი, ვინც აპროტესტებს ამ ყველაფერს, იმ ხალხს სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აქვთ წაყენებული ბრალდება, ჩვენ ასეთი ხელისუფლების პირობებში ვცხოვრობთ დღეს, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ეროვნული ინტერესები. სადამდე მივედით კი ვნახეთ, შევჩენკოები და გავრილოვები თავისუფლად გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა უდუმაშვილმა. შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო საქართველოში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)