19:29 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-20 18:40:41, 611 ნახვა

პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე - „ქართული ოცნება“ იყო ძალა, რომელმაც ქვეყანაში ოპოზიციას უპრეცედენტოდ მაღალი უფლებები მისცა

„ქართული ოცნება“ იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამ ქვეყანაში ოპოზიციას უპრეცედენტოდ მაღალი უფლებები მისცა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი პარტია არც ახლა აპირებსნ ვინმესთვის ხმის ჩახშობას.

„ქართული ოცნება“ იყო ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამ ქვეყანაში უპრეცედენტოდ მაღალი უფლებები მისცა ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების დროს. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ არც ახლა არ აპირებს არავისთვის ხმის ჩახშობას. პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, კონსტიტუციის ფარგლებში უნდა იყოს. თუ კონსტიტუციას არავინ დაარღვევს, შესაბამისად, მისი გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გარანტირებული იქნება.

რაც შეეხება რეგისტრაციიდან მოხსნას, ეს ეხება მომავალ არჩევნებს. იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციაში უკვე დიდი ხანია წერია ეს საკონსტიტუციო ცენზები, ერთადერთი სიახლე ისაა, რომ პარტია დაჯარიმდება 2 ათასი ლარით, რაც მართლაც პატარა ჯარიმაა იმასთან შედარებით, თუ რამხელა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს კონსტიტუციის დარღვევას. თუ ვინმე კონსტიტუციას დაარღვევს, კონკრეტულ არჩევნებში რეგისტრაციიდან მოიხსნება, თანაც აქ საუბარია ლიდერზე“, - განაცხადა სამხარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics