23:21 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-16 12:19:26, 410 ნახვა

საზოგადოება
B კატეგორიის ტაქსებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით საქმიანობა 2022 წლამდე შეეძლებათ

B კატეგორიის ტაქსებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით საქმიანობა 2022 წლამდე შეეძლებათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, გადაწყვეტილება  არსებული პანდემიისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების  გამო მიიღეს.

„B კატეგორიაში, ჩვენ, მარჯვენასაჭიან ავტომობილის მძღოლებს მივეცით ამ სერვისის განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა ეს იყო დროში შეზღუდული. ამის უფლება ჰქონდათ 2021 წლამდე. ახლა ყველას კარგად გვესმის არსებული რთული ვითარება, პანდემია, ეკონომიკური პრობლემები და გვინდა, რომ ეს უფლება 1 წლით გავუხანგრძლივოთ.  B კატეგორიის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს, კიდევ ერთი წლის ვადით 2022 წლამდე, ექნებათ შესაძლებლობა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ვფიქრობ ეს  ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერისა და თანადგომის თვალსაზრისით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიამ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში ტაქსების რეფორმა განახორციელა. რეფორმის შედეგად ტაქსები ორ კატეგორიად დაიყო. A კატეგორიის ტაქსი არის თეთრი ფერის, სპეციალური მანათობლით გადაადგილდება ქალაქში და მგზავრის აყვანა შეუძლია  როგორც ქუჩიდან, ისე ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით; B კატეგორიის ტაქსის არ აქვს ფერის შეზღუდვა და მუშაობს მხოლოდ ონლაინ გამოძახების სერვისით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics