|
2020-12-16 12:11:12, 452 ნახვა
საზოგადოება
მუნიციპალიტეტი ეკონომიკური სუბიექტებისთვის საშეღავათო პაკეტს შეიმუშავებს
არსებული პანდემიისა და შეზღუდვების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტი ეკონომიკური სუბიექტებისთვის საშეღავათო პაკეტს შეიმუშავებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პანდემიის პირველი ტალღის დროს, დედაქალაქის მერია ბიზნესსექტორს დაეხმარა და მსგავსი გადაწყვეტილებები მეორე ტალღის პირობებშიც იქნება მიღებული. „ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის დროს, ბიზნესსექტორს მთელი რიგი დახმარებები გავუწიეთ. გარდა იმისა, რაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ გააკეთა, მუნიციპალიტეტმაც გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო. ჩვენ მეწარმეებს მივეცით გარკვეული შეღავათი, რომელიც ძირითადად, სამი თვით იჯარისგან გათავისუფლება იყო - ზოგ შემთხვევაში, წლის ბოლომდე და მათზე დაკისრებული სანქცია-საურავების გაუქმება, რაც, რა თქმა უნდა, მათთვის მნიშვნელოვანი იყო“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ მთავრობის მომდევნო სხდომაზე ეკონომიკური სუბიექტებისთვის საშეღავათო პაკეტი წარმოადგინოს. „იქიდან გამომდინარე, რომ დღეს, პანდემიის მეორე ტალღა გვაქვს, მთავრობას ისევ მოუწია ეკონომიკურ სექტორზე რიგი შეზღუდვების გავრცელება. იცით, რომ მთელი რიგი მიმართულებები დახურულია, არ მუშაობს და ეს ბიზნესისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მინდა, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, მთავრობის მომდევნო სხდომაზე წარმოადგინოს საშეღავათო პირობები, რომ ამ მიმართულებას დავეხმაროთ და ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა მაქსიმალურად ჰქონდეთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)