|
2020-12-14 12:42:04, 466 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - ირაკლი კობახიძის და მისი კოლეგების განცხადებებს ჩალის ფასი აქვს, გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებების მიუხედავად, ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებებისათვის, რადგან როგორც კაპანაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი და არა კობახიძე და მისი კოლეგები. კაპანაძის თქმით, იმისათის რომ ახალი არჩევნები შანსი იქნას გამოყენებული, ოპოზიცია მზადაა ნებისმიერ მოლაპარაკებაზე წავიდეს, თუმცა კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამ პროცესსაც თავისი ლიმიტები აქვს და რაღაც პერიოდის შემდეგ, ეს ფორმატიც ამოწურავს თავის თავს. „ამ მმართველობის ერთერთი მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ ის ადამიანები, ვინც აკეთებენ განცხადებებს, იქნება ეს კობახიძე თუ სხვა მისი კოლეგები, არაფერს არ წარმოადგენენ და საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი. ამრიგად, მათ განცხადებებს აქვს ჩალის ფასი, როგორც აქამდე არ ჰქონდათ არანაირი ფასი მათ განცხადებებს პროპორციულთან დაკავშირებით, პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით, 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ისევე არ აქვს ფასი მათ განცხადებებეს, ამრიგად, ჩვენ ახლა ველოდებით ივანიშვილის გადაწყვეტილებას. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების გაგრძელებისათვის, ოღონდ ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს ახალი არჩევნების ირვლივ, არ იქნება და იქნება ერთპარტიული პარლამენტი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებებზე უნდა წავიდეთ, რათა ახალი არჩევნების შანსი იქნას გამოყენებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ წასვლით ან რაიმე პოზიციას ვთმობთ, ან მანცდამაინც გვჯერა ქართული ოცნების კეთილი ნების და დაპირების, რათქმაუნდა არა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს შენარჩუნებული იმისთვის, რომ როდესაც იმ ადამიანს გონება გადაუბრუნდება თუ გადმოუბრუნდება და გონს მოეგება, არსებობდეს ფორმატი, რომელშიც შესაძლებელი იქნება ეს შეთანხმება. რათქმაუნდა, ამასაც თავისი ლიმიტები აქვს, რაღაცა პერიოდის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფორმატიც ამოწურავს თავის თავს, მაგრამ ჯერ კიდევ არის მცირე ფანჯარა შესაძლებლობის.“ - განაცხადა კაპანაძემ.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)