16:59 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-11 12:54:21, 421 ნახვა

პოლიტიკა
„რესპუბლიკური პარტია“ ოპოზიციის მემორანდუმს საპარალამენტო მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით ხელს არ მოაწერს

„რესპუბლიკური პარტია“ ოპოზიციის მემორანდუმს საპარალამენტო მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით ხელს არ მოაწერს.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ბოიკოტის რეჟიმში დარჩებიან და პარლამენტში შესვლასაც არ აპირებენ.

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ბლოკთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და არ შედის პარლამენტში. ჩვენ, რესპუბლიკელები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას ეს 2 მანდატი მოგვანიჭა ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა.

ამავე დროს, რადგან გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი საერთაშორისო ფასილიტაციით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ ხელმოწერილი განცხადებებით საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მივმართავთ დაუყოვნებლივ ამ პროცესის დამთავრების შემდეგ.

ცხადია, ვითვალისწინებთ ხელისუფლების აშკარა მცდელობებს, რომ ოპოზიციაზე თავდასხმებით ხელი შეუშალოს პროცესს და მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანოს ოპოზიციაზე და ვაცნობიერებთ, რომ სულ უფრო ვიწროვდება სივრცე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევისთვის,ბოიკოტის რეჟიმის პარალელურად ვაგრძელებთ ამ პროცესის მხარდაჭერასაც“, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტეფანე მღებრიშვილი ვერაზე მომხდარ ტრაგედიაზე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად
LOUDspeakers: საქართველოში ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics