15:18 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-08 20:49:23, 656 ნახვა

პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი - პარასკევს პარლამენტში სამარცხვინოდ მხოლოდ „ქართული ოცნება“ უნდა იჯდეს

„პარასკევს პარლამენტში სამარცხვინოდ მხოლოდ „ქართული ოცნება“ უნდა იჯდეს“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიოს თვალწინ კიდევ ერთხელ უნდა გაშიშვლდეს ივანიშვილის დანაშაულებრივი ბანდა.

„მე შემიძლია გითხრათ „ლეიბორისტული პარტიის“ პოზიცია. პარლამენტში არ შევდივართ, პარლამენტი არ უნდა შედგეს პარასკევს დარბაზში უნდა იჯდეს მხოლოდ ქართული ოცნება“ სამარცხვინოდ. მთელი მსოფლიოს თვალწინ კიდევ ერთხელ უნდა გაშიშვლდეს ივანიშვილის დანაშაულებრივი ბანდა. ჩვენ დავაფიქსირეთ იგივე პოზიციები, რომ ახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში არ შევდივართ. არაფერი საიდუმლო მოლაპარაკებებში არ არის, ჩვენ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, სამართლიან პროცესებს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დამთავრებას. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ვრჩებით ჩვენ ჩვენს პოზიციებზე, მუშაობა და მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ გადაწყვეტილებები მიღებული იქნება ისე როგორც ისტორია მოითხოვს, პირველი სხდომა პარლამენტს ჩატარდება ოპოზიციის გარეშე“, - განაცხადა ნათელაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TASS: რუსეთი საქართველოსგან თელავში მომხდარზე სათანადო სამართლებრივ შეფასებას ელის
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics