08:43 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-28 13:04:50, 657 ნახვა

საზოგადოება
ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება 1-ელ იანვრამდე, ამანათების კი 28 დეკემბრამდე შეუჩერდათ

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა პენიტენციურ სისტემაშიც.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება 2020 წლის 1-ელ იანვრამდე, ხოლო ამანათების უფლება მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე შეუჩერდათ.

„ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე და უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა პენიტენციურ სისტემაშიც. კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 5 მარტის N4109 ბრძანებაში "პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ" შევიდა ცვლილებები და განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს 2020 წლის 1-ლ იანვრამდე შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვეული ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება, ხოლო ამავე კოდექსით განსაზღვრული ამანათების უფლება შეუჩერდათ მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე.

მოცემული ცვლილებები შესაბამისობაშია ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადწყვეტილებებთან და მიზნად ისახავს covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციას პენიტენციურ დაწესებულებებში. შეზღუდვების მოქმედების ვადის შემდგომ გაგრძელებასთან ან მოხნასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური გადაწყვეტილებებს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად მიიღებს“, - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics