11:51 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-21 20:09:10, 829 ნახვა

პოლიტიკა
კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით, სადეპუტატო მანდატები „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა

კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით, სადეპუტატო მანდატები „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

„როგორც მოგეხსენებათ 2016 წლის ანალოგიურად, სამწუხაროდ ოპოზიციამ ამჯერადაც უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე, თუმცა მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, ნახევარ მილიონზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ დღეს გამოავლინა მაღალი სამოქლაქო პასუხისმგებლობა და გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე.

ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები, როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები, შესაბამისად მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, ოპოზიციას შორის კი მანდატები ასე ნაწილდება: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 36 მანდატი, „ევროპული საქართველო“ 5 მანდატი, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“ 4-4 მანდატი, „მოქალაქეები“ 2 მანდატი, „ლეიბორისტული პარტია“ 1 მანდატი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც – დააკავეს კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics