|
2020-11-21 10:38:15, 692 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ბოიკოტზე - ეს კინო ნანახი გვაქვს
„როგორც ამერიკელები იტყოდნენ, ეს კინო ნანახი გვაქვს“, - ასე გამოეხმაურა ოპოზიციის ბოიკოტს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. „დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი ის გამარჯვება, რომელსაც მხარი დაუჭირა მილიონამდე საქართველოს მოქალაქემ და რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაღალი აქტივობისკენ. აქტივობა უფრო დაბალია ვიდრე იყო პირველი ტურის დროს, აქედან გამომდინარე, ჩვენი თხოვნაა, რომ მაქსიმალურად იაქტიურონ, რადგან მაქსიმალური შედეგი დაფიქსირდეს. არჩევანი გავაკეთე სათანადო, ისეთი როგორიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. როგორც ამერიკელები იტყოდნენ, ეს კინო ნანახი გვაქვს. 2016 წელს იყო ზუსტად იგივე ვითარება, 2016 წელსაც უარი თქვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მეორე ტურში მონაწილეობაზე, რაც არ არის სწორი ნაბიჯი, მათ არ სურთ მეორე დამარცხების მიღება და ამის გაფორმება, ამიტომ იკავებენ თავს მეორე ტურში მონაწილეობისგან“, - განაცხადა კობახიძემ.
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც – დააკავეს კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)