|
2020-11-19 12:23:26, 838 ნახვა
პოლიტიკა
„ენმ - ძალა ერთობაშიამ“ არჩევნების მეორე ტურიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა
„ენმ - ძალა ერთობაშიამ“ არჩევნების მეორე ტურიდან საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად მოხსნა. აღნიშნულის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. მისივე თქმით, ბოიკოტს აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატებიც უერთდებიან და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. „ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულია ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ სახელით ჩვენ, ის 12 მაჟორიტარობის კანდიდატი, ვინც ბიძინა ივანიშვილის დაწერილი, გაყალბებული არჩევნების შედეგად ვართ დღეს მეორე ტურში, უარს ვაცხადებთ და არ ვიღებთ მონაწილეობას იმ ფარსში, რომელიც დადგა ივანიშვილმა 31 ოქტომბერს. მას უნდა, ეს ყველაფერი გააგრძელოს 21 ნოემბერსაც. ასევე, ამ ბოიკოტს უერთდება აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის ორი კანდიდატი, რომელიც დღეს იმყოფება მეორე ტურში. ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ იმ გაყალბებულ არჩევნებში, რომლითაც ივანიშვილმა ქართველ ხალხს მოპარა არჩევანი“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)