09:59 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-16 15:44:32, 573 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - პოლიტიკოსები, რომლებიც სხვის ამომრჩეველს პატივს არ სცემენ, ვერავის ნდობას ვერ დაიმსახურებენ

პოლიტიკოსები, რომლებიც სხვის ამომრჩეველს საკუთარის მსგავსად პატივს არ სცემენ, ვერავის ნდობას ვერ დაიმსახურებენ.

ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აჭარის ორგანიზაციის ლიდერის, ლევან ვარშალომიძის გუშინდელ განცხადებას. 

„არ ვიცი, იდეა, მოქალაქეებისთვის მეორე ტურზე სირცხვილის დერეფნების მოწყობის, ვის ეკუთვნის. მხოლოდ ვიცი, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც სხვის ამომრჩეველს იმდენივე პატივს არ სცემენ, რამდენსაც საკუთარს, ვერავის ნდობას ვერ დაიმსახურებენ“, - წერს სამადაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, 15 ნოემბერს აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორის მოწყობის შესახებ განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics