09:59 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-16 13:41:32, 575 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - „სირცხვილის კორიდორებში“ მონაწილეობას არ ვაპირებთ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მათი პარტია „სირცხვილის კორიდორებში“ მონაწილეობას არ აპირებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე აქტუალურია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რომელიც მაიკ პომპეოს ჩამოსვლის დროს გაიმართება.

„ჩვენ არ ვაპირებთ „სირცხვილის კორიდორებს“, მონაწილეობას არ ვიღებთ. ოღონდ, მთავარი პრობლემა ის კი არ არის, ვინ როგორი ფორმით გამოხატავს პროტესტს იმ სამარცხვინო ამბების გამო, რაც მოხდა საარჩევნო კამპანიაში და პირველ ტურში, არამედ პრობლემაა ის ზეწოლის და წნეხის კორიდორები, რაც გაკეთებული ჰქონდა მმართველ გუნდს პირველი ტურის დროს. ეს ერთ-ერთი კომპონენტი იყო, რის გამოც ის შედეგები, რაც დაიწერა, ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს. ისე, ამ შემთხვევაში, სირცხვილის კორიდორის წინააღმდეგი ვარ,ზოგადად - არა. კარგი იდეაა ცოცხალი ჯაჭვის მოწყობა, მაგრამ ახლა აქტუალურია შემდეგი საპროტესტო, მშვიდობიანი აქცია, რომელიც იქნება პომპეოს ჩამოსვლის დროს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, 17-18 ნოემბერს საქართველოში ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჩამოვა. 18 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით  მდუმარე აქციას გამართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics