|
2020-11-12 15:46:42, 502 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო - კორონავირუსის გამო, 100,000 მოწამის ხსენების დღეს სახალხო მსვლელობა აღარ გაიმართება
კორონავირუსის გამო, 100,000 მოწამის ხსენების დღეს სახალხო მსვლელობა აღარ გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ცნობით, ხვალ, 17:00 საათზე ჩატარდება მხოლოდ მცირე პარაკლისი. „პარასკევს, 13 ნოემბერს, არის ხსენება თბილისში ჯალალ ედ - დინის დროს წამებულ 100 000 ქართველთა. ამ დღეს ტრადიციულად ეწყობოდა ხალხმრავალი მსვლელობა, რომელიც მეტეხის ხიდზე სრულდებოდა პარაკლისით, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებითა და წყალზე ყვავილების მოფენით. ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო წელს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართება. 17.00 საათზე მხოლოდ მცირე პარაკლისი ჩატარდება და ყვავილების გვირგვინი ანთებული სანთლებით მტკვარში ჩაესვენება ქრისტესთვის წამებული ჩვენი წინაპრებისადმი მადლიერების ნიშნად“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)