|
2020-11-10 16:32:26, 856 ნახვა
საზოგადოება
წამყვანი ამერიკული გამოცემა Site Selection Magazine საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს სპეციალურ სტატიას უძღვნის
„საქართველო - ქვეყანა უდიდეს ისტორიით და კიდევ უფრო დიდი პოტენციალით“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია ამერიკულმა ჟურნალმა Site Selection Magazine-მა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. სტატიაში აქცენტი გაკეთებულია საქართველოში წარმოების პოტენციალსა და იმ უპირატესობებზე რასაც საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს. ამასთანავე, სტატიაში მკითხველი არსებული ინვესტორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოცდილებებსაც გაეცნობა. Site Selection Magazine არის საერთაშორისო ჟურნალი, რომელიც ფოკუსირებულია ინვესტიციებსა და საინვესტიციო სფეროზე და რომლის 44 ათასი გამომწერების უმრავლესობას გლობალური კომპანიები წარმოადგენენ. გარდა პოტენციური ინვესტორებისა, ჟურნალის გამომწერები არიან საკონსულტაციო და კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც პოტენციურ ინვესტორებს ურჩევენ რომელ ქვეყანაში განახორციელონ ინვესტიცია. გაეცანით სტატიას სრულად: https://siteselection.com/issu...
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)