|
2020-11-09 14:53:25, 566 ნახვა
პოლიტიკა
დავით კირკიტაძე - ხელისუფლება აგრძელებს ძალადობას
„ხელისუფლება აგრძელებს ძალადობას, დღეს ჩვენ რაც შეიძლება ბევრნი უნდა შევიკრიბოთ, რათა ჩვენი პროტესტის ხმა კიდევ ერთხელ გავაგებინოთ მათ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონალური მდივანი, დავით კირკიტაძე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ მომიტინგეებს უტიფრად უპასუხა. „საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ მომიტინგეებს უტიფრად უპასუხა, რომელებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ იმ მოვლენებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განვითარდა და ხელისუფლებას უნდა, რომ ამას უწოდოს არჩევნები. საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს უტიფრობას და ძალადობას. დღეს ჩვენ რაც შეიძლება ბევრნი უნდა შევიკრიბოთ, რათა ჩვენი პროტესტის ხმა კიდევ ერთხელ გავაგებინოთ ამ უტიფარ ხელისუფლებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაიღალნონ. საქართველოს მოქალაქეები პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მზად უნდა იყვნენ საკუთარი ქვეყნისთვის საბრძოლველად", - აცხადებს დავით კირკიტაძე.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)