06:22 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-09 01:14:34, 567 ნახვა

პოლიტიკა
მმართველი გუნდი შსს-ს პროპორციული ძალის გამოყენებისკენ მოუწოდებს

 შსს-ს მოვუწოდებთ პროპორციული ძალის გამოყენებისკენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული სქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"ნიკანორ მელიამ მისცა ნიშანი "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერ ჯგუფებს გასული წლის 20 ივნისს, როდესაც მათ მიიტანეს შტურმი პარლამენტზე, ამ საქმესთან დაკავშირებით აღძრულია სსკ საქმე, ამჯერადაც შტურმის მოთავეები არიან ნიკა მელია და მისი ზონდერჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.

ჩვენ ვაცხადებდით, რომ პოლარიზაციასა და აგრესიას იწვევს არა კრიმინალების ყოფნა ციხეში, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. საქართველოში მალე დადგება დრო, როდესაც პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები, ხოლო კრიმინალები იქნებიან ციხეში.

მოვუწოდებთ კანონსაწინააღდეგო შეკრების თითეულ მონაწილეს თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისკენ. შსს-ს მოვუწოდებთ პროპორციული ძალის გამოყენებისკენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics