03:05 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-01 16:20:12, 699 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - თუ ეს არჩევნები საზოგადოებამ ივანიშვილს გადააყლაპა, ბრეჟნევი მონაგონი იქნება

გიგი უგულავა - თუ საზოგადოებამ ივანიშვილს ეს არჩევნები გადააყლაპა, ბრეჟნევი მონაგონი იქნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში დასრულებული ოპოზიციის შეკრების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს აუცილებლად დააყენებს.

„საბოლოო პოზიცია დღევანდელი დღის განმავლობაში ან ხვალ ჩამოყალიბდება. მე პირადად ამ პარლამენტში არ შევიდოდი. საქართველოს ოპოზიცია, ისევე როგორც ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი იღებს გადაწყვეტილებას თვითონ, კანონისა და ჯანსაღი აზრის ფარგლებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ეს არჩევნები თუ გადააყლაპა საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილს, ბრეჟნევი მონაგონი იქნება.

არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს ჩვენ ვაყენებთ. ლეგიტიმაციის პრობლემა ამ პარლამენტს ნამდვილად აქვს. ჩვენ არ ვცნობთ ამ პარლამენტის უფლებამოსილებას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics