|
2020-10-28 17:52:55, 592 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება ევროპაში
მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერის თქმით, გლობალურმა პანდემიამ მოიცვა სოციალური ცხოვრების ყველა სფერო, თუმცა მთავრობა ვერ გაჩერდება, რადგან თითეული სამუშაო ადგილი ამ ქვეყანაში ძვირფასია. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გლობალურმა პანდემიამ, გამოწვევამ, ვირუსმა, ჩვენი სოციალური ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა, აქ ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ არ და ვერ გავჩერდებით. ვერ გავჩერდებით, რადგან ჩვენ როდესაც ვზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთლობაზე, ვფიქრობ ჩვენი ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების გაჩენაზე, ვერ გავჩერდებით, რადგან გვესმის, რომ თითოეული სამუშაო ადგილი ამ ქვეყანაში არის ძვირფასი. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს და უნდა გვჯეროდეს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. ბოლო წლების განმავლობაში ყველანი ვხედავთ როგორი სიახლე, როგორი ცხოვრების კომფორტული გარემო იქნება თბილისში, თბილისი ყოველწლირად სულ უფრო და უფრო ევროპული ქალაქი ხდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწდეს, ჩვენ ვალდებულები ვართ ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ქვეყანაზე, ჩვენ უნდა გვქონდეს თანაბარი პირობები საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა ცხოვრობს მოქალაქე თბილისში, ბათუმში თუ სხვაგან“, - განაცხადა პრემიერმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)