|
2020-10-27 13:16:57, 575 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - არჩევნებზე წარმოდგენილი 129 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, 32 პირდაპირ ოპოზიციასთანაა კავშირში
მმართველი გუნდის პარტიული სიის მეოთხე ნომრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ეუთო-ოდირის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ პარტიებთანაა აფილირებული. როგორც წულუკიანმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა რიცხვი გაორმაგებულია. „რამდენიმე დღის წინ ეუთოს-ოდირმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში, სადაც პირდაპირაა ნათქვამი, რომ საქართველოში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ პარტიებთან არის აფილირებული. ჩვენ რა თქმა უნდა ამას ვეთანხმებით და ვიტყვი, რომ წელს დამკვირვებელთა რიცხვი არის გაორმაგებული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. თეა წულუკიანმა დაასახელა სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც კავშირში არიან ოპოზიციურ პარტიებთან. „129 სადამკვირველო ორგანიზაციიდან, 32 მათგანი არის ან პირდაპირ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ან მათთან ამა თუ იმ ფორმით აფილირებული. ყველაზე მრავლად ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაციები ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ 20 ორგანიზაციაა ასეთი, 8 ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ დანაყოფს „ევროპულ საქართველოს“ და ასევე არის 2 ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ასევე „ენმ“-ს მორიგი ერთ-ერთი დანაყოფის სახელზე, ეს არის „სტრატეგია აღმაშენებლი“ და არის „პატრიოტთა ალიანსთან“ კავშირში მყოფი ორი ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაცია“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)