19:13 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-22 13:47:33, 464 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი“ მომხმარებელს ურჩევს, თანხა დისტანციური არხების გამოყენებით გადარიცხოს

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თიბისი მომხმარებლებს  ურჩევს, თანხა  დისტანციური არხების -  მობაილ და ინტერნეტბანკის საშუალებით  გადარიცხონ.

დისტანციური არხებით თანხის გადარიცხვა  გამარტივებული შესაძლებლობაა, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს. თანხის ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გადასარიცხად,  მხოლოდ მიმღების პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომრის ცოდნაა საჭირო. ტრანზაქციის შესრულებას კი მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდება.

ამასთანავე, მობაილბანკით სარგებლობა  უკვე ინტერნეტის ბალანსის დახარჯვის გარეშეა შესაძლებელი, რაც დამატებითი კომფორტია მომხმარებლებისთვის.

თანხის მობაილ ან ინტერნეტბანკიდან  გადასარიცხად, მომხმარებელმა:

·         გადარიცხვების მენიუდან  მისთვის სასურველი გადარიცხვის მეთოდი უნდა აირჩიოს;

·         შეიყვანოს ადრესატის პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომერი, ან შაბლონებიდან აირჩიოს სასურველი;

·         მიუთითოს სასურველი თანხა და გადარიცხოს.

თიბისისთვის მთავარი პრიორიტეტი გუნდის და მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. პანდემიის დაწყების დღიდან, ბანკმა მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად არაერთი მომსახურება დისტანციურ რეჟიმში გადაიტანა. სერვისების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით თიბისის გუნდი მუდმივად მუშაობს და მომხმარებელს  არაერთ სიახლეს შესთავაზებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics