|
2020-10-15 23:59:46, 593 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - სასამართლო იმართება ივანიშვლის კლანის მიერ, რომელიც „ქართული ოცნების“ კორუფციულ საქმეებს მალავს
„ქართული სასამართლო იმართება ბიძინა ივანიშვლის კლანის მიერ, რომელიც „ქართული ოცნების“ კორუფციულ საქმეებს მალავს“ , - ამის შესახებ „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დებატების დროს განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს სასამართლოს საქართველოში მინიმალური ნდობა გააჩნია. „ქართული ოცნების“ გუნდის წევრისგან მოვისმინეთ, რომ თურმე მაგარი სასამართლო რეფორმა გაუტარებიათ, სასამართლოზე ნდობა მინიმუმზეა, დღეს ყველამ იცის, რომ კლანი მართავს ამ სრტუქტურას. ამიტომაა, რომ საქართველოში ინვესტიცია არ შემოდის, ამიტომ არის, რომ მოქალაქეები ვერ ცნობენ თავს დაცულად, იმიტომ, რომ რა გადაწყვეტილებაც უნდათ იმას იღებენ. ეს კლანი ემსახურება ივანიშვლის, რომელიც ცდილობს დაფაროს ის კორუფციული სქემები, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ. ბატონ მდინარაძეს ეს არ აწუხებს, არ ადარდებს, ეს ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელმაც მხარი დაუჭირა იმ მოსამართლებს, რომლების წინააღმდეგაც საოცარი კომპრომატები იყო. თქვენ არ გახსოვთ, ალბათ, რომ ამერიკა სანქციებიც დაადო საქართველოს და სასამართლო მოიხსენია ერთ-ერთ სუსტ რგოლად. თავისუფალი სასამართლო იქნება გარანტი ქართველო მოსახლეობის, ბიზნესისა და კომერციული საქმიანობის“ , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)