22:23 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-14 09:59:16, 521 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - რუსეთი მუდმივად არღვევს 2008 წლის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

"რუსეთი მუდმივად არღვევს 2008 წლის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის RUSI-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა.

გახარიამ აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივი ზეწოლის ქვეშ იყო.

„ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. წლების განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება რუსეთის ფედერაციის მხრიდან მუდმივი ზეწოლის ქვეშ იყო. დღესაც, პანდემიის პირობებშიც კი, ჩვენ ვდგავართ ე.წ ბორდერიზაციის პროცესის წინაშე, რომელიც საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმეა. რუსეთი მუდმივად არღვევს 2008 წლის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ გვყავს ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი და დევნილი, რომელიც დღემდე ვერ ბრუნდება შინ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics