22:23 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-13 15:31:36, 560 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ძალადობრივი პოლიტიკის შემოქმედი და მასზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილია

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ძალადობრივი პოლიტიკის შემოქმედია.

მისი თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ წინა არჩევნებზე მომხდარი ძალადობის ფაქტები კვლავ გამოუძიებელი დატოვა.

„ოპოზიცია ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ამიტომ ჩვენს ინტერესებში ცხადია, რომ არანაირი არეულობა, პროვოკაციები და ძალადობრივი თავდასხმები არ შედის. ერთადერთი ვის ინტერესებშიც ეს შედის არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი.

რაც შეეხება ამ საკითხის მეორე მხარეს, ეს არის ის ხელისუფლება, რომელმაც გამოუძიებელი და დაუსჯელი დატოვა ყველა ჯერზე წინა არჩევნებზე ძალადობის ფაქტები და პირიქით, ახალისებს საკუთარი პოლიტიკით სწორედ ძალადობას ოპოზიციის წინააღმდეგ. ასე რომ, ძალადობრივი პოლიტიკის შემოქმედი, ავტორი და მასზე პასუხისმგებელი მთლიანად არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics