21:20 - 22 Jul, 2026
|
2020-10-13 11:44:08, 635 ნახვა
პოლიტიკა
„ლელომ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა
პოლიტიკურმა პარტიამ „ლელო - საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა. ამის შესახებ პარტიის წევრმა, დავით უსუფაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარტია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგენს არა ახალ სახეს, არამედ ახალ ძალას. „დღეს ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ „ლელო-საქართველოსთვის“ კანდიდატს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე. ჩვენ წარმოვადგენთ არა ახალ სახეს, არამედ ახალ ძალას, ახალ შემართებას და ენერგიას, ახლებურ მიდგომას და მმართველობას. ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვთავაზობთ ევროპული სტილის ქართველ პატრიოტს, მამუკა ხაზარაძეს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)