|
2020-10-12 17:52:21, 942 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე უგულავას მიმართაზე - იმაზე საუბრით, რომ მიხეილ სააკაშვილი წარსულია, სასაცილო კონტექსტში გადადიან
იმაზე საუბრით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის წარსული სასაცილო კონტექსტში გადადიან, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე გიგი უგულავას ვიდეომიმართვას. დეკანოიძის თქმით, სამწუხაროა, როდესაც ოპოზიციური პარტია საკუთარი თვითმყოფადობის გამოსააშკარავებლად სხვა ოპოზიციურ პარტიას და მის ლიდერს ესხმის თავს. "ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოპოზიციური პარტია საკუთარი თვითმყოფადობის გამოსააშკარავებლად აი ამ მძიმე მდგომარეობაში, როდესაც ოლიგარქიული რეჟიმია, ცდილობს სხვა ოპოზიციურ პარტიას და მის ლიდერს დაესხას თავს. როდესაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი არის წარსული და რეტროგრადული და ა.შ. მგონი, სასაცილო კონტექსტში გადადიან", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)