|
2020-10-06 13:08:19, 821 ნახვა
საზოგადოება
„ბილაინი“ აგრძელებს სტარტაპების მხარდაჭერას და ქართულ მობილურ აპლიკაციას „BeWise“-ს უმეგობრდება
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი აგრძელებს სტარტაპების მხარდაჭერას და საქართველოში ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას. ამჯერად კომპანია ჯანმრთელობის აპლიკაცია Bewise-ის პარტნიორი გახდა, რაც ამ ინოვაციური ციფრული პლატფორმის პოპულარიზაციას გულისხმობს. BeWise პირველი მობილური აპლიკაციაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს ჯანმრთელობის მართვის ახალ მიდგომას სთავაზობს. აპლიკაციით ადამიანს შეუძლია აკონტროლოს შესაძლო ავადმყოფობის სიმტპომები და შეინახოს ისტორია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. BeWise-ს აქვს რეგისტრაციის მარტივი მოდული, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია განისაზღვროს მომხმარებლის რისკ ჯგუფი. შემდგომ, მომხმარებელი ონლაინ უთითებს ყველა იმ სიმპტომს, რომლებიც ახლა ან უახლოეს წარსულში აწუხებდა. აპლიკაცია გარკვეული პერიოდულობით ეკითხება მომხმარებელს, თუ როგორ გრძნობს ის თავს. შედეგად გენერირდება ელექტონული ანამნეზი, რაც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, საჭიროების შემთხვევაში, ჩივილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს ექიმს. დამატებით, აპლიკაციაში ჩაშენებულია facebook-ის ე.წ. Stories -ს მსგავსი მოდული, სადაც მოცემულია სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები, მათ შორის კორონავირუსთან დაკავშირებით. მეტი ინფორმაციისთვის აპლიკაციის შესახებ, ეწვიეთ BeWise Facebook-ზე: https://www.facebook.com/Bewise.ge; ვებგვერდზე: www.bewise.ge; დაუკავშირდით BeWiseBot-ს: m.me/Bewise.ge და გადმოწერეთ BeWise აპლიკაცია: https://play.google.com/store/apps/details?id=com.wisegroup.bewise&hl=en
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)