|
2020-10-05 13:46:00, 440 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით ინიფიცრებულების ახლო კონტაქტები, ყოველგვარი ტესტირების გარეშე უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პირების ახლო კონტაქტები ყოველგვარი ტესტირების გარეშე უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში. მისივე თქმით, აღნიშნული პირები 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში ან კარანტინში უნდა დარჩნენ. „მომზადებულია მთავრობის დადგენილება, რომელიც ალბათ, 2 დღეში შევა ძალაში. ეს გახლავთ, ძირითადად ინფიცირებულ კონტაქტირებულ ადამიანთა ქცევასთან მიმართებაში. ამაზე უკვე შევჯერდით, სამინისტროში წარვადგინეთ დადგენილება, რომ ინიფიცრებულების ახლო კონტაქტები, ოჯახის და სამსახურებრივი კონტაქტები ყოველგვარი ტესტირების გარეშე პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში. სახლში უნდა დარჩნენ ან ვისაც არ აქვს თვითიზოლირების საშუალება, ისინი დარჩნენ კარანტინში. შემდგომ, 12 დღის განმავლობაში, თუ ისინი უსიმპტომოები არიან, არ უტარდებათ ტესტირება. 12 დღის შემდგომ კი თავისუფლები არიან. თუ მოხდა კიდეც ინფიცირება ან ჰქონდათ უსიმპტომო ინფიცირება, გადამდებები აღარ არიან. თუ 12 დღის განმაავლობაში წარმოეშვებათ სიმპტომი-ხველა, ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, უკავშირდებიან ექიმს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)