19:08 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-05 13:40:44, 521 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძის განცხადებით, გიორგი გახარიას მასთან დებატები აშინებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებლის გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მასთან დებატები აშინებს.

ვაშაძე მიმართავს გახარიას და აღნიშნავს, რომ გახარია თავისივე მახეში გაება.

„როგორც ჩანს, ბატონ გახარიას ეშინია ამ დებატების და მისი თანაპარტიელები ამ საკითხთან დაკავშირებით გაურკვეველ განცხადებებს ავრცელებენ. მე მივმართავ და ვეუბნები ბატონო გახარია, თქვენ ვალდებული ხართ მოხვიდეთ და არა უფლება გაქვთ, რომ მოხვიდეთ. თქვენ თქვენსავე მახეში გაებით, გეგონათ, რომ წილის ყრას ჩაატარებდით, მოხვდებოდით გაუგებარ პარტიებთან ერთად, მაგრამ არ გამოგივიდათ, არსებობს ღმერთი და ასე მოხდა, ამიტომ უნდა მოხვიდეთ ამ დებატებში, სადაც იქნება საუბარი სიმართლეზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა სექტემბრიდან განახლდება
ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო პუტინის მარიონეტად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics