01:41 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-04 14:35:51, 634 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რიგის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები განახლდება

ქუთაისის საერთაშორის აეროპორტი 6 თვიანი პაუზის შემდეგ რეგულარულ აივიარეისებს განაახლებს.

უნგრული ავიაკომპანია Wizz Air, პირველ ეტაპზე,  რიგა-ქუთაისის-რიგას საჰაერო რეისებს კვირაში ერთხელ შეასრულებს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“  ქუთაისის აეროპორტში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში.

მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ ტერმინალში არ დაიშვებიან.

შეგახსენებთ, რომ COVID 19-ის პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ჩარტერული, საწვრთნელი და არაკომერციული დაშვებები ხორციელდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics