|
2020-10-02 12:18:16, 491 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ კახიძე - ბიძინა არის ჭაობი და უძრაობა, ხოლო მიშას სურს დაგვაბრუნოს წარსულში
როგორ სააკაშილს, ისე ივანიშვილს სურთ, რომ საზოგადოებას დაანახონ შავ-თეთრი რეალობა, რომ არჩევანი მხოლოდ მათ შორის არის, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ კახიძე, პარტიის საარჩევნო კლიპს, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ნეგატიურ კონტექსტში არიან მოხსენიებული. როგორც მან აღნიშნა, კლიპის მიზანია დაასრულოს ეს მოჯადოებული წრე და ქვეყანა არ დატოვოს არც დღევანდელ ჭაობში და არ დააბრუნოს არც წარსულში. კახიძის თქმით, ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, ამისათვის კი საჭიროა კოალიციური მთავრობა. „ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშილს სურთ, რომ წარმოაჩინონ შავ-თეთრი რეალობა, თითქოს არჩევანი არის მხოლოდ მიშასა და ბიძინას შორის. ეს არის მოჯადოებული წრე, რომელიც უნდა გავარღვიოთ. ბიძინა, ეს არის ჭაობი და უძრაობა, ხოლო მიშას სურს დაგვაბრუნოს წარსულში. საქართველოს კი სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და ევროპული კოალიცია, რომელშიც წამყვანი ძალა იქნება ევროპული საქართველო. ჩვენი კლიპის მიზანიც ეს არის, რომ გავარღვიოთ მოჯადოებული წრე და მოვუტანოთ ქვეყანას ცვლილებები“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)