|
2020-09-21 20:47:05, 614 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა - ძალიან სამწუხაროა, მაგრამ „ენმ“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს ემსგავსებიან
„ძალიან სამწუხაროა, მაგრამ „ენმ“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს ემსგავსებიან“ , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა უგულავმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილისა და სააკაშვილის განცხადებები ერთმანეთს ემსგავსება. „სამწუხაროდ, აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადება ვიხილეთ, ბატონმა სააკაშვილმა ერთი კვირაც ვერ გაძლო, რომ გამოეჩინა თავისი რეალური სურვილი, ის რაც საზოგადოებას სთავაზობს, ანუ საკუთარ თავს პირველ პირად, ეს უკვე არის წარსული, სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის პირველი პირი და შესაბამისად, 2020 წელს, მისი თავიდან შეთავაზება არის უბრალოდ წარსულის შეთავაზება. ივანიშვილს სურს, შეინარჩუნოს სტატუს-კვო, ანუ ის ჭაობი, სადაც მან ქვეყანა ჩაიყვანა, ხოლო სააკაშვილი სთავაზობს წარსულს. ქვეყანას კი სჭირდება მომავალი, გარდამტეხი ცვლილებები მომავლისაკენ. აქედან გამომდინარე, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ენმ და ქართული ოცნება თავის მიმართებებსა და სურვილებში ხშირად ერთმანეთს ემსგავსებიან”, - განაცხადა გიგა უგულავამ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)