|
2020-09-18 12:28:44, 501 ნახვა
პოლიტიკა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ევროპის საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ევროპის საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა. დევნილთა სააგენტოს დირექტორის მოადგილემ დავით გურამიშვილმა ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოს დეტალურად გააცნო ის პროექტები, რომლებიც იძულებით გადაადგილებული პირების განსახლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ხორციელდება. შეხვედრის მიზანს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშისთვის - „კონფლიქტი საქართველოში“, დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა. შეხვედრის დასასრულს, ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებმა დევნილთა სააგენტოს წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადეს.
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)