|
2020-09-07 15:06:11, 3088 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი სააკაშვილზე - „ნაციონალური მოძრაობა“ თავის არქიტექტორს ვერ ელევა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის არქიტექტორს, მიხეილ სააკაშვილს ვერ ელევა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ებღაუჭება სააკაშვილს, რითიც შანსებს ინულებს. „აქ დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი დანაყოფების მომავალი კვლავ ნულთან ახლოსაა. იმიტომ, რომ ისინი თავის არქიტექტორს ვერ ელევიან. ესაა ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას, უარი თქვა მოქალაქეობაზე. სააკაშვილი აზიანებს ოპოზიციას, მაგრამ ოპოზიცია ებღაუჭება მას და კიდევ უფრო ანულებს საკუთარ შანსებს“, - განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნების შესახებ დეტალებს დღეს გააჟღერებს. პარალელურად, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ენმ-სა და "ძალა ერთობაშიას" პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)