03:25 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-05 14:20:29, 2803 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - „ევროპულ საქართველოს“ კახა ოქრიაშვილთან არანაირი ურთიერთობა არ ექნება

„ევროპული საქართელოს“ წევრის, სეგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპულ საქართველოს“ კახა ოქრიაშვილთან არანაირი ურთიერთობა არ ექნება.

გადაწყვტილებას კაპანაძე ოქრიაშვილის პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული დამოკიდებულებით ხსნის.

 „ევროპულმა საქართველომ წარადგინა მაჟორიტარები თითქმის ყველა ოლქში და რამდენიმე ოლქი დაგვრჩა და იქაც მალე გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის და კახა ოქრიაშვილის პარტიის ბლოკად გაფორმებას და მათ შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარებს, ჩვენ ამაზე გავაკეთეთ კომენტარი, მიგვაჩნია, რომ ეს მათი პირადი საქმეა და მათი შიდა საქმეა. ჩვენ შეგვიძლია ხაზი გავუსვათ, რომ ბატონ ოქრიაშვილს, მისი დამოკიდებულების გამო პროპორციული სისტემისადმი, იმისადმი რასაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა, ამ ყველაფრის გამო მასთან „ევროპული საქართველო“ არ იქნება არანაირი ტიპის ურთიერთობაში. რაც შეეხება სხვა პარტიას, მათი საქმეა და მათი გადასაწყვეტია ეს ყველა ფაქტორი მნიშვნელოვანი არის თუ არა და ამისდა მიუხედავად უღირთ თუ არა ჰქონდეთ მასთან ასეთი ურთიერთობები“, - აცახდებს სერგი კაპანაძე. 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics