03:25 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-05 14:10:09, 2582 ნახვა

პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის აეროპორტი და ახალი ტერმინალი რეგულაციების მოხსნის შემდეგ აუცილებლად მიიღებს დიდი რაოდენობის ტურისტებს

ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ძელქვიანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ტურიზმის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ქუთაისის აეროპორტი და ახალი ტერმინალი რეგულაციების მოხსნის შემდეგ აუცილებლად მიიღებს დიდი რაოდენობის ტურისტებს.

"კორონავირუსის პანდემიის გამო ტურისტების მიღება შეჩერებულია, თუმცა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ქუთაისი აუცილებლად გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ევროპული ქვეყნებისათვის, რადგან პანდემიამდე პერიოდში უკვე იყო ძალიან დიდი ინტერესი ჩვენი ქალაქის მიმართ. სტატისტიკური მონაცემებით, ქუთაისს ყველაზე ხშირად სწორედ ევროპული ქვეყნებიდან სტუმრობდნენ.

ქუთაისი თავისი ისტორიით, თავისი კულტურით, ყოველთვის იქნება აქტუალური და მნიშვნელოვანი ინტერესის მატარებელი უცხოელი ტურისტებისთვის", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

იოსებ ხახალეიშვილი ძელქვიანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან და გუნდის სხვა წევრებთან ერათად შეხვდა. მერობის კანდიდატი ადგილობრივებს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ წარუდგინა.

მერობის კანდიდატი დღესვე საარჩევნო შტაბის  უფროსთან თემურ ნადირაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიასთან ერთად პირველადი ჯანდაცვის  ცენტრის მედიკოსებს შეხვდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics